სარეცხი მანქანა Indesit XWSA 71051X WWBB UA


სასარგებლო ინფორმაცია


  • კოდი: 1648_5768359_1027
  • ბრენდი: INDESIT
  • რაოდენობა: შესაძლებელია შეძენა
  • ფასი: 684₾

  • თვეში: 64₾


მახასიათებლები

სიგანე _ 59,5 სმ / სიმაღლე _ 85 სმ /  სიღრმე _ 42,5 სმ

მაქსიმალური ჩატვირთვა: 1-7კგ

პროგრამები

Push & Wash _ აღნიშნული ფუნქცია საშუალებას გვაძლევს რეცხვის ციკლი დაიწყოს მაშინაც კი, როდესაც სარეცხი მანქანა გამორთულ მდგომარეობაშია ( აუცილებელია დენის წყაროსთან  დაკავშირება).  ღილაკზე დაჭერა საჭიროა 2 წამის განმავლობაში, პროგრამაზე რეკომენდებულია სინთეტიკისა და ბამბის ტიპის ქსოვილების გარეცხვა ( რეცხვის ციკლის ხანგრძლივობაა 50 წთ, ტემპერატურა _ 30 , ბრუნი 800. მაქსიმალური ჩატვირთვა _ 3კგ ).

ეს პროგრამა უადვილებს ნებისმიერ მომხმარებელს სარეცხი მანქანით სარგებლობას. მაგალითად, მამაკაცს  ან  ბავშვს, რომელიც ხშირად არ სარგებლობს სარეცხი მანქანით და არ იცის სხვადასხვა პროგრამის მოხმარება და დიასახლისის სახლში არყოფნისას შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს სარეცხი მანქანით Push & Wash ღილაკის გამოყენებით...


ტემპერატურისა და ბრუნის რეგულირება

სარეცხი მანქანის ამ მოდელზე შეგვიძლია ნებისმიერ პროგრამაზე ვარეგულიროთ ტემპერატურა და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ბრუნი (წურვა). პროგრამა საშუალებას არ გვაძლევს ისეთი ტემპერატურა და ბრუნი მივუთითოთ, რაც ქსოვილს დააზიანებს.

დამატებითი ფუნქციები

ლაქების ამოყვანა _ დაყოფილია სამ კატეგორიად და განკუთვნილია განსაკუთრებით დაბინძურებული ქსოვილისათვის.

·         საკვებით დაბინძურებული ქსოვილი;

·         სამუშაოს დროს დაბინძურებული ქსოვილი;

·         ქუჩაში დაბინძურებული ქსოვილი.

ამ შემთხვევაში რეცხვის ციკლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაბინძურების ხარისხზე.

რეცხვის დასრულების ექსპერტი

ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მაშინ, თუ გვსურს რეცხვა (ნებისმიერი არჩეული პროგრამისას) დასრულდეს 20 წუთში. დროის შემცირება ხდება ტემპერტურის, ბრუნისა და რეცხვის ხარისხის შემცირების ხარჯზე (მაგ: თუ გვქონდა არჩეული ბრუნი_ 1000, პროგრამის ჩართვის შემდეგ მანქანა გაწურავს 800 ან ნაკლები ბრუნით).

დაუთოების ფუნქცია

ქსოვილს ნაკლებად უჩნდება ნაკეცები ბრუნის შემცირების ხარჯზე.

დამატებითი გავლება

რეცხვის პროცესის გადადება _ 3-6-9 საათით.

ახალი მოდელის უპირატესობები:

დოლურას ყელის დიდი დიამეტრი სხვა სარეცხ მანქანებთან შედარებით ( გამარტივებულია სარეცხის ერთბაშად ჩატვირთვის პროცესი)

Push & Wash _ ახალი პროგრამა, რომელიც ჩვენი ძალისხმევის გარეშე ირჩევს ტემპერატურასა და ბრუნს და ავტომატურად იწყებს რეცხვას ( 2 წამის განმავლობაში აუცილებელია დავაჭიროთ ღილაკს).

კომპაქტური მოდელი _ ვიწრო ( სიღრმე 42,5 სმ )

საუკეთესო ფასი _ აღნიშნულ მოდელს მონაცემებთან შედარებით აქვს ძალიან დაბალი ფასი.

ენერგოეფექტური _ მოიხმარს კიდევ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას A++ ).

გააკეთე კომენტარი

ყურადღება: HTML არ გადაითარგმნება!
    ცუდი           კარგი
მიტანა თბილისში: მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს
მიტანა ქალაქგარეთ: შეკვეთის გაფორმებიდან 48 საათის განმავლობაში, ტარიფი დაზუსტდება ოპერატორთან (დეტალურად)

გადახდის მეთოდები

მოცემული პროდუქტის ყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ განვადებით (თიბისი, ლიბერთი და საქართველოს ბანკში), ასევე ბარათით, საბანკო ტრანზაქციითა და ნაღდი ანგარიშსწორებით
განვადების შესავსებად პირველ რიგში აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია და სასურველი პროდუქტ(ებ)ის კალათაში დამატება (დეტალურად)

დაგვიკავშირდით


ტელეფონი: 0322 88 01 80, ელ. ფოსტა: info@shoparea.ge
Facebook: #shoparea ან ისარგებლეთ ონლაინ ჩათით
სამუშაო დროები: ორშ - პარ / 10:00 - 18:00 სთ

ტეგები: სარეცხი მანქანა Indesit XWSA 71051X WWBB UA