კონფიდენციალურობა

პერსონალური მონაცემების დაცვის  პოლიტიკა

 

“მეგამარტი“ იცავს  პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპებს და მოქმედებს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში - პოლიტიკა) ეხება ყველა იმ ფიზიკურ პირს (მათ შორის მომხმარებლები, კონტრაქტორები, დასაქმებულები და სხვები, შემდეგში - მონაცემთა სუბიექტი), რომელთა შესახებ  „მეგამარტი“ ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ნებისმიერი ინფორმაცია თქვენ შესახებ, პირველ რიგში გამოყენებული იქნება თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურებების გაწევის ან/და თქვენთვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით (მათ შორის: პროდუქციის შეძენასა და დანიშნულების ადგილზე მიტანასთან დაკავშირებით, პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამის, ონლაინ განვადებისთვის);

„მეგამარტისთვის“ მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა და ამ ვალდებულებას განიხილავს, როგორც მხარეთა შორის კეთილსინდისიერი და სანდო თანამშრომლობის საფუძველს.

ვებგვერდზე თქვენ მიერ პირადი ინფორმაციის დაფიქსირებით,  გვაძლევთ თანხმობას პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავება/გამოყენებაზე.

ჩვენ არ გავცემთ პერსონალურ ინფორმაციას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც „მეგამარტი“ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე პირდაპირ ან ირიბად შეთანხმებულია სერვისების მიღებაზე ჩვენთან დაკავშირებულ კომპანიებთან თქვენივე თანხმობით. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ „მეგამარტის“ პროდუქტებისა და მომსახურების, აგრეთვე, მათი თანამდევი პროდუქტებისა და მომსახურების მარკეტინგული მიზნების შესაბამისად.

ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენს ვებგვერდზე, წვდომას გვაძლევთ გარკვეული სახის პირად ინფორმაციაზე, როგორიცაა: თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომლებსაც მიუთითებთ ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ მიმოწერას, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.