ვინ ვართ ჩვენ

მეგამარტის შესახებ

მეგამარტი არის უნიკალური ონლაინ პლატფრმა, რომელიც შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსების ფარგლებში და მიზნად ისახავს იმგვარი ონლაინ სივრცის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებელთა მოთხოვნებზე, მათთვის ცხორების გამარტივებასა და დროის დაზოგვაზე.

                                                           

ავეჯი

მეგამარტი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას. ერთის მხრივ იგი წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ ავეჯის ონლაინ  მოლს, სადაც მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში აღმოაჩინოს საძინებლების სრული კომპლექტ, შეიძინოს საწოლები, კარადები, კომოდები. მეგამარტი მომხმარებელს სთავაზობს ასევე რბილ ავეჯს, სერიული წარმოების სამზარეულოებს, მატრასების ყველაზე დიდ ასორტიმენტს, თაროებს, მაგიდებს და სხვა ტიპის ავეჯს.

მეგამარტი უნიკალური ონლაინ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ავეჯი შეკვეთით , ისე, იმპორტირებული, ქარხნული ავეჯის ნაწარმი.

                                                           

ტექნიკა

მეორეს მხრივ, მომხმარებელს მეგამარტი სთავაზობს საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის დიდ არჩევანს. ონლაინ მაღაზიაში შესაძლებელია ისეთი ტექნიკის შეძენა, როგორიცაა: მობილურები(ლინკი), ტელევიზორები, კომპიუტერები, მონიტორები, ნოუთბუქები, კონდიციონერები, გაზქურები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სარეცხი მანქანები, მაცივრები, სამზარეულოს გამწოვები და სხვა მრავალი დასახელების ტექნიკა.

მეგამარტის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქცია არის როგორც ადგილობრივი, ქართული წარმოების, ასევე, იმპორტირებული მსოფლიოოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. პროდუქციაზე მოქმედებს გარანტია და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მიმართოს საგარანტიო მომსახურების სერვის ცენტრებს, ან ისარგებლობს საგარანტო მომსახურების სხვა ტიპის სერვისით.

 


როგორ უნდა შეიძინო პროდუქტია მეგამარტში?

მეგამარტი მომხარებელს სთავაზობს პროდუქციის შეძენის და პროდუქტის ღირებულების გადახდის რამდენიმე ალტერნატიულ შესაძლებლობას, კერძოდ: პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ინვოისის საფუძველზე, პირდაპირი საბანკო გადმორიცხვის საფუძველზე, საბანკო ბარათით შეძენის საფუძველზე და ონლაინ განვადების საფუძველზე. უახლოეს მომავალში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა Google Pay და Apple Pays საშუალებითაც განახორციელოს ტრანზაქციები.

მეგამარტში ავეჯის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, www.megamart.ge -ზე ხელმისაწვდომია კრედო ბანკის, თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის განვადებები.

ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ავეჯის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს როგორც მიწოდების, ასევე აწყობა-მონტაჟის მომსახურებაც, როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მეგამარტი მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებს მომხმარებლებს, რომელთა ნახვაც შესაძლებელია როგორც აქციების განყოფილებაში, ისე ინდივიდუალურად, თითოეულ კატეგორიაში.

მეგამარტი სრულიად ონლაინ მაღაზიაა და არ გააჩნია ფიზიკური გაყიდვის წერტილები. ამგვარი მოდელი საშუალებას აძლევს კომპანიას მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე დაბალი ფასები და მათზე მაქსიმალურად მორგებული პირობები.