შეცვლა - დაბრუნება

შეცვლის/დაბრუნების პირობები

პროდუქციის შეცვლის პირობები:

პროდუქცია ექვემდებარება შეცვლას იმ შემთხვევაში თუ:

  • პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი ან მექანიკური დაზიანება;
  •  მიიღეთ არასწორი მოდელი ან/და არასწორი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.

 

"მეგამარტი"  მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან მექანიკური დაზიანება;

 

 

პროდუქტის შეცვლის ვადები:

  • თუ პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას კომპანია 5 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს მიაწვდის იდენტურ პროდუქტს;
  • იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არაა ხელმისაწვდომი, კომპანია შეცვლის ახლით 20 კალენდარული დღის ვადაში ან მყიდველს აუნაზრაურებს გადახდილ თანხას 5 სამუშაო დღეში.



პროდუქციის დაბრუნების პირობები:

პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას მომხმარებელთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ:

  • შესაფუთი მასალა არ არის დაზიანებული და შესაძლებელია პროდუქციის ხარისხიანი გადაფუთვა, იკითხება საქონელზე არსებული, სასაქონლო, ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნები ან/და სხვა მანიშნებლები, შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე;
  • პროდუქცია არ არის  გამოყენებული;
  • პროდუქციის დაბრუნების დროს აუცილებლია შესყიდვის ქვითრის, ან სხვა რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ადასტურებს გადახდას. ასევე მყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია „მეგამარტის“ საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
  • აუცილებელია კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები:  შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა „მეგამარტის“  ელ. ფოსტის მისამართზე: info@megamart.ge);
  • პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები (მასალა, რომლითაც პროდუქტი იყო შეფუთული) და დოკუმენტი (პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა);
  • კომპანია „მეგამარტი“ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს პროდუქტში გადახდილი თანხის:

ა) 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვა);

ბ) 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს/ ან პროდუქტს აქვს მექანიკური დაზიანება და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი, მასალა, რომლითაც პროდუქცია იყო შეფუთული და სხვა);

გ) 90%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი. ასევე, თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი, მასალა, რომლითაც პროდუქცია იყო შეფუთული  და სხვა);

დ) 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზები;

ე) თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი და სხვა) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა;

  • თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;
  • „მეგამარტი“ წინამდებარე დადგენილი წესითა და ოდენობით მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას  აუნაზღაურებს 5 (ხუთი)  სამუშაო დღის ვადაში.