ზოგადი წესები და პირობები

"მეგამარტის" ვებგვერდითა და ონლაინ მაღაზიით სარგებლობის ზოგადი პირობები

ადგილზე მიტანის სერვისი/ ზოგადი პირობები:

  • პროდუქტის ადგილზე მიწოდება ხორციელდება თბილისის მასშტაბით 2- 3 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 4-5 სამუშაო დღის განმავლობაში; 
  • გამონაკლის შემთხვევაში მიტანის ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებელთან შეთანხმებით; 
  • 18:00 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთები დამუშავდება მომდევნო დღეს; მომხმარებელს  მიწოდების დრო ეცნობება მიტანამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.        

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 

  • ადგილზე მიტანის მომსახურების ფარგლებში, პროდუქციას გაწვდით თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე;
  • ადგილზე მიტანის მომსახურება არ ითვალისწინებს  პროდუქტის ჩამოცლასა და სართულზე ატანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია დამატებითი საფასურის საფუძველზე.


მომსახურების ძირითადი წესები:

  • მომხმარებელმა პროდუქტის ჩაბარებისას უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს  მიღება-ჩაბარების აქტს;
  • პროდუქციის მიღებისთანავე, მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს შენაძენის მთლიანობა და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში არ დაიტოვოს ნივთი,  არ გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულის შესახება დაუყოვნებლივ აცნობოს საინფორმაციო ცენტრს და მიაწოდოს ხარვეზის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფოტო ან ვიდეო მასალა);
  • შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუქმების მომენტში პროდუქტი მიწოდების ადგილზე არ იქნება გაგზავნილი;
  • სტანდარტული მიწოდება ვრცელდება 3 მეტრამდე სიგრძის პროდუქტებზე. სხვა შემთხვევაში ტარიფი ანგარიშდება ინდივიდუალურად.


 

მიწოდების ტარიფები:

  • თქვენ მიერ ონლაინ შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ავტომატურად, შეკვეთის გაფორმების დასრულებისა და სასურველი ტრანსპორტირების არჩევისთანავე;
  • იმ შემთხვევაში, თუ  მყიდველი შეთანხმებულ დროს არ დახვდა კურიერს და შენაძენი ვერ ჩაიბარა, განმეორებითი მიტანის ღირებულება  ანაზღაურდება ხელახლა მყიდველის მიერ.